No data

პარტნიორები

 

 ბოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გერმანული უმსხვილესი კომპანიაა მანქანა დანადგარების და სამშენებლო ტექნოლოგიების მწარმოებელთა შორის. მისმა გაყიდვებმა 2010 წელს 43,7 მილიარდი ევრო შეადგინა. ბოშს გააჩნია ფილიალები 60-ზე მეტ ქვეყანაში და ჰყავს 350 შვილობილი კომპანია.

 

 

 კონტინენტალი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული კომპანია, რომელიც აწარმოებს საბურავებს და სამუხრუჭე სისტემებს. კონტინენტალს დღესდღეობით ჰყავს 160,000 თანამშრომელი 45 ქვეყანაში. მისმა გაყიდვებმა 2010 წელს 26 მილიარდი ევრო შეადგინა. 

 


 

 გერმანული კომპანია ფები წარმოადგენს სათადარიგო ნაწილების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც ამზადებს ნაწილებს როგორც სამგზავრო, ასევე მსუბუქი კომერციული ავტომობილებისა და მეორადი მიწოდებისთვის. მას 160 წლიანი ისტორია გააჩნია და დღეს 20,000 დასახელების სავალ ნაწილს აწარმოებს, რომელიც 130 ქვეყანაშია წარმოდგენილი      





ბილშტეინი არის გერმანული ამორტიზატორების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების წყალობით დახვეწილ, უმაღლესი ხარისხის ამორტიზატორებს აწარმოებს სპორტული და სამგზავრო ავტომობილებისთვის. 



ბანერი, აკუმულატორების ავსტრიული მწარმოებელი კომპანიაა, რომლის პროდუქციასაც იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიც არის Audi, BMW, VW, Chrysler და MAN. ეს კომპანია ISO9001 და ISO/TS16949 სერთიფიკატების მფლობელია და საკმაოდ მყარად უჭირავს პოზიციები მსოფლიო ბაზარზე. ბანერის მიერ წარმოებული აკუმულატორები ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი, გამძლე და დახვეწილი პროდუქტი. 




 1985 წლიდან, KAVO არის ნაწილების მნიშვნელოვანი მომწოდებელი იაპონური და კორეული ავტომობილებისთვის. მისი საპროდუქტე ჯგუფი მოიცავს: ფილტრებს, ხუნდებს, წყლის ტუმბოებს, დაკიდების და თვლის ამძრავ დეტალებს და სხვა მრავალს.  2008 წლიდან KAVO- საპროდუქტე ჯგუფი იფუთება   Kavo Parts სახელწოდებით. გამონაკლისია ფილტრები, რომელიც  AMC filters სახელწოდებით იწარმოება. 1997 წლიდან კავოს გააჩნია ISO სერთიფიცირება




ნებისმიერი კარგი აკუმულატორის მთავარი შემადგენელი ნაწილია მაღალი ხარისხის ტყვია და ტყვიის შენადნობები, რომლის მომწოდებელია კომპანია მეგატექსი- ერთ ერთი მსხვილი წარმომადგენელი ამ ინდუსტრიაში. სწორედ ამ  კომპონენტების გამოყენებით მიიღწევა გარანტირებული ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს აკუმულატორის სტაბილურ მუშაობას ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი. კომპანია მუდამ კონცენტრირდება ასორტიმენტის გაზრდაზე, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებლის და მარად ცვალებადი ბაზრის მოთხოვნები. დღეს დღეობით სავაჭრო ნიშანი "A-Mega" იქცა ხარისხის და საიმედოობის სიმბოლოდ.

 

                                           lotos oil sa-ის სურათის შედეგი

LOTOS Oil SA - ლიდერი თავის სფეროში დაახლოებით 24% ბაზრის წილით. ძრავის ზეთების ბრენდ LOTOS იცნობს ყველა მძღოლი, როგორც მწარმოებელ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. მაღალი ხარისხი და სანდოობა აძლევს მას საშუალებას ჰყავდეს ლოალური მომხმარებლები. LOTOS Oil SA არის ყველაზე ცნობილი ზეთი პოლონეთის ბაზარზე და მიღებული აქვს "Consumer's Golden Laurel" როგორც საუკეთესო პოლონურ ზეთს.

 

                                                                    

Elf-ის ძრავის ზეთი, საუკეთესოა ექსტრემალურ პირობებშიც კი. ფრანგული კომპანია ELF უკვე 80 წელია საერთაშორისო ნავთობის ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა.2000 წელს Total-თან შერწყმის შედეგად, Elf-ი საბოლოოდ გახდა ზეთებისა და საპოხი მასალების დარგის ლიდერი.

 


      



Flennor Automotive - ავტო სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც აქვს მკაცრი ხარისხის კონტროლი. Flennor ფარავს სათადარიგო ნაწილების  სრულ ასორტიმენტს, ყველა მოდელზე მსოფლიოს მაშტაბით.